ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა.

კერძოდ, 2023 წლის დეკემბრიდან, უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა 2016-2023 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აგრძელებენ საქმიანობას ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები – არჩილ მესტვირიშვილი, ნიკოლოზ გაგუა და პაპუნა ლეჟავა, რომელთაც სებ-ი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი წესის ამოქმედების გამო დატოვეს.

კერძოდ, ნიკოლოზ გაგუა სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა.

მონღოლეთში IMF-ის რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური დახმარების ოფისში, მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე აგრძელებს საქმიანობას სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ბანკი დატოვა მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა. ისიც საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მაკროეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს.

BMG-ის ინფორმაციით, IMF-ში სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე მუშაობს. შარშან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ვაშინგტონში, IMF-ში გააგრძელა საქმიანობას მირზა გელაშვილმაც.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…